თბილისში გვალვაგამძლე, სწრაფად მზარდი და ჟანგბადის გამომყოფი ხე-მცენარეები დაირგვება

თბილისში გვალვაგამძლე, სწრაფად მზარდი და ჟანგბადის გამომყოფი ხე-მცენარეები დაირგვება

11981
გაზიარება

თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის შესაბამისად შეირჩა 60-მე მეტი დასახელების ხე – მცენარეები, რომლებიც თბილისში დაირგვება. მცენარეთა სახეობების შერჩევის პროცესში მონაწილეობდნენ ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები, ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, ურბანისტი ლიკა ქურციკიძე, ასევე ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ძირითადად შეირჩა გვალვაგამძლე, სწრაფად, საშუალოდ და ნელა მზარდი, საშუალოდ გვალვაგამძლე, სინათლისა და სითბოს მოყვარული, ჩრდილის და ტენის ამტანი ხე-მცენარეები. ხეების ხნოვანება 5 – 10 წელს აღწევს. რაც შეეხება ოლეანდრის მისი ხნოვანება 3-5 წელია.
მათივე ინფორმაციით, პრიორიტეტი მიენიჭა შემდეგ სახეობებს: ორნაკვთიანი გინკგო, ევროპული მუხა, ირმის რქა, მარადმწვანე მუხა, ნეკერჩხალი – ქორაფი, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი ანუ ლეკა, ოლეანდრი, წითელი ტყემალი, ჭნავი (ცირცელი)დეკორატიული, ხე ტიტა, ხემარწყვა, მინდვრის ნეკერჩხალი, ქართული ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი იფანი, კოპიტი, ამბრის ხე, იფანი გრძელფოთოლა, აღმოსავლური ჭადარი, ჭადარი ნეკერჩხლისფოთოლა, დასავლური ჭადარი, წაბლფოთოლა მუხა, წითელი მუხა, ქართული მუხა, მუხა პირენეული, მუხა კორპის, ჭალის მუხა, არღავანი, იუდას ხე, ცრუ აკაცია, რობინია, კვიდო იაპონური, ნეკერჩხლისფოთოლა ცაცხვი, იაპონური სოფორა (ნამყენი), მელია აზედერახი, კავკასიური ცაცხვი, ამერიკული ცაცხვი, უნგრული ცაცხვი, იაპონური ძელქვა, ჰიმალაის კედარი, უნაყოფო თუთა, უნაყოფო თუთა.
მერიის ინფორმაციით, სასურველია თბილისს შეემატოს კიდევ შემდეგი სახეობები: თათრული ნეკერჩხალი, ირმის რქა, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი ანუ ლეკა, მთის ბოყვი, ნეკერჩხალი, დეკორატიული წითელი ტყემალი, ქაღალდის ხე, კავკასიური აკაკი, ჭალაფშატი, ოქროწვიმა, ავსტრიული მუხა, ელდარის ფიჭვი, ვირჯინიის მუხა, არყის ხე, აბრეშუმის ანუ ლენქორანის აკაცია, ამერიკული ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი ნუში, საპნის ხე, კატალპა, მტირალა ტირიფი, ზეთის ხილი, მარადმწვანე კვიპაროსი პირამიდალური, მარადმწვანე კვიპაროსი, არიზონას კვიპაროზელა, შავი ფიჭვი, იტალიური ფიჭვი, ურთხელი, უთხოვარი, ვერცხლისფერი ნაძვი, ლეილანდის კვიპაროსი, კავკასიის ანუ ნორდმანის სოჭი, ესპანური სოჭი, ცხენისწაბლა, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ბურთისებური ვარჯითვ), ბამბუკისფოთოლა მუხა (მარადმწვანე), დიადი ბოყვი (ნეკერჩხალი), კანადური ვერხვი, ალვის ხე (იტალიური ვერხვი).
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, 8 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი სამშენებლო ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირს ამიერიდან, დენდროლოგიური პროექტის წარდგენა დაევალება, რომლის მიხედვითაც შენობის მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებს.

კომენტარი