ვარკეთილსა და დიდ დიღომში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსები აშენდება

ვარკეთილსა და დიდ დიღომში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსები აშენდება

5241
გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციისას განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შენდება ორი ახალი სპორტული და ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, უახლოეს პერიოდში კი, ვარკეთილსა და დიდ დიღომში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.
„სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება გაიზარდა. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ასეთი პროექტები დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი