თბილისში ​საცხოვრებელი ფართები 280 ოჯახს დაუკანონდა

თბილისში ​საცხოვრებელი ფართები 280 ოჯახს დაუკანონდა

190
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ​საცხოვრებელი ფართები უკვე 280 ოჯახს დაუკანონდა.
​მერის განცხადებით, ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
კახა კალაძემ დღეს, ​თბილისის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარადგინა, რომელიც შვიდ ძირითად მიმართულებას – ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.
ეროვნული მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გამგეობების, საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი