თბილისის მარადიული პრობლემა – როგორ იქმნებოდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემა

თბილისის მარადიული პრობლემა – როგორ იქმნებოდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემა

722
გაზიარება

თბილისის ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნაში წყალმომარაგებასთან ერთად საკანალიზაციო სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის თბილისშიც საკმაოდ რაოდენობით გროვდებოდა ნახმარი, ჭუჭყიანი წყალი, რომელიც დიდი დიამეტრის საკანალიზაციო მილებით გადაეცემოდა კოლექტორებს, შემდგომ კი საწრეტებს ან გამწმენდ დანადგარებს.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთიანი გეგმის გარეშე, ცალკეული სახლების მფლობელებს გაჰყავდათ საკანალიზაციო ხაზები. მაგრამ ეს ხაზები არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული და მდინარე მტკვარს 36 ადგილას პირდაპირ უერთდებოდა, რითაც მნიშვნელოვნად უარესდებოდა ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. 27858724_410669506021010_6233896930513249167_n
1900 წლისთვის, თბილისის კანალიზაციის ქსელის სიგრძე 24 კმ-ს შეადგენდა, მაგრამ სახლების უდიდესი ნაწილი არ იყო მიერთებული კანალიზაციასთან და მოსახლეობა პრიმიტიულ მშთანთქავ ჭებს იყენებდა. აუცილებელი იყო ერთიანი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მთავარი საკანალიზაციო კოლექტორების მშენებლობა, რომლებიც ქალაქგარეთ შეუერთდებოდა მტკვარს და განაშენიანების ფარგლებში მდინარე დაცული იქნებოდა გაჭუჭყიანებისგან. მაგრამ ამის განსახორციელებლად საქალაქო თვითმმართველობას არ გააჩნდა სათანადო სახსრები და საკითხის გადაჭრა მაშინდელ პირობებში ვერ მოხერხდა.
ამ სფეროში სამუშაოები უფრო ფართოდ გაიშალა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, რაც უკავშირდება ორთაჭალჰესის მშენებლობას. ჰიდროელექტროსადგურის აგებამ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში მაღლა ასწია მტკვრის დონე და ამით შეაგუბა საკანალიზაციო ქსელი. ქალაქისა და მდინარის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად 1952-1955 წლებში მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ გაიყვანეს მთავარი, მძლავრი კოლექტორები. მათი საშუალებით ჩამონადენი წყლები ქალაქის განაშენიანებული საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიტანება.
ქალაქი მდინარე მტკვრის გასწვრივ ზრდამ საჭირო გახადა კოლექტორების გაგრძელება; ეს სამუშაოები 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც კოლექტორების სიგრძე 26,1 კმ-ით გაიზარდა და ამჟამად 70 კმ-ს შეადგენს. დროთა განმავლობაში, ქალაქისა და მისი წყალმომარაგების ზრდასთან ერთად, მოიმატა ჩამდინარე წყლების მოცულობამ, საჭირო გახდა საკანალიზაციო სისტემის გაფართოება.
1940 წელთან შედარებით, ჩამდინარე წყლების მოცულობა 11-ჯერ გაიზარდა და 314,6 მლნ კუბ.მეტრი შეადგინა. ქუჩის კანალიზაციის ერთმაგი სიგრძე 204 კმ-დან 1047 კმ-მდე გაგრძელდა. საქალაქო კანალიზაციამ მოიცვა არა მარტო ახალი რაიონები, არამედ შეაერთა ძველი უბნები.  25626355_157520931641663_7539304270568975553_o
XX საუკუნის თბილისში, ​საკანალიზაციო ქსელის გაფართოება – განვითარებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა საკანალიზაციო წყლების გაწმენდას. მაშინდელმა, საბჭოთა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად მთლიანად უნდა შეწყვეტილიყო გაუწმენდავი წყლების ჩასვლა კასპიის ზღვის აუზის მდინარეებში.
​სამწუხაროდ თბილისში, მდინარე მტკვარში ჩამდინარე წყლების 90 % დღემდე გაუწმენდავია. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩამდინარე წყლების წინასწარ გაწმენდას. საბჭოთა ეპოქაში, გარდაბნის ტერიტორიაზე თბილისი-რუსთავის რეგიონალური ბიოლოგიური წყალგამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დამთავრება იგეგმებოდა, რომლის სიმძლავრე დღე-ღამეში ერთ მლნ. კუბ.მ უნდა ყოფილიყო და მტკვარში ჩამდინარე წყლების სრულად გაწმენდის პრობლემას მოხსნიდა.
საკანალიზაციო მეურნეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნიაღვარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას. ეს განპირობებულია თბილისის რთული რელიეფით. ქალაქი გარემოცულია მთებით, რის გამოც ახლო წარსულში მის ტერიტორიაზე გადიოდა არა ერთი ხევი და ხრამი. წყალდიდობის პერიოდში ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ ქალაქს, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული ხევების ამოვსება, ნიაღვრის საწრეტი კოლექტორებისა და წვიმის წყლების მიმღები ჭების შექმნა.
​XX საუკუნის 80-იან წლებში იქმნებოდა ნიაღვარდამცავი საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები. გაიყვანეს 17,5 ათასი მეტრის სიგრძის ღვარ-საშვებები, რასაც ხშირი წვიმების დროს ქალაქის ქუჩები დატბორვისგან უნდა დაეცვა.

კომენტარი