ნაგავსაყრელის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყობა

ნაგავსაყრელის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკვერი მოეწყობა

272
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქუჩაზე, ძველი ნაგავსაყრელის ადგილას სკვერის მოწყობა იგეგმება. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, დამონტაჟდება განათება და ტერიტორია სრულად გამწვანდება.
ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, 320 მ2 ფართობზე ახალი სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. პირველ სტუმრებს კი აპრილის ბოლოს უმასპინძლებს.
როგორც ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ეტაპობრივად უტარდება რეაბილიტაცია ისეთ ქუჩებს, რომლებსაც 60-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია.
“ეწყობა დასასვენებელ სივრცეები, რომლებიც მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეულია. ეს პროექტები იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი მუშაობა არ არის ფასადური და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გათვლილი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ისედაც ჩანს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონში ექვსი ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება.

კომენტარი