თბილისის ზოოპარკში ერთი ხის ცხენი იდგა… – მეცნიერი ვაჟა კაკაბაძე

თბილისის ზოოპარკში ერთი ხის ცხენი იდგა… – მეცნიერი ვაჟა კაკაბაძე

981
გაზიარება

თბილისის ძველ ზოოპარკში ხისაგან და თაბაშირისგან გაკეთებული ცხენი იდგა, ყველა ბავშვს სურდა მასზე ამხედრებული სურათის გადაღება და ჩვენც ავისრულეთ ეს სურვილი. რაც შეეხება თქვენს ერთ ფოტოს, სადაც გადაღებულია 14 ნომერი ტროლეიბუსი და კიკა, პატარა მოგონებას მოგაწვდით.
ჰოო, კიკას ყველა პატრონობდა. მახსოვს ერთხელ ვიღაც ორმა ვიგინდარმა კიკას ხელი შემოარტყა, იქ ვიყავით მე და ჩემი ბიძაშვილი (ზურა გაგუა) და კარგად გავტყეპეთ ის ორი ტუტუცი. ერთხელ მახსოვს გული გაუხდა ცუდად და პლეხანოველმა (დავით–აღმაშენებელის ქუჩა) ბიჭებმა ხელში აიყვანეს და ასე სირბილ–სირბილით საავადმყოფოში მიიყვანეს. აი, როგორი იყო თბილისი, ახლა გაბოროტდა, დამძიმდა, ხალხი ერთმანეთს დაშორდა, უბნებმა თავისი ფუნქცია დაკარგა. ჩემს დროს ვინ გააბედინებდა ვინმეს თავის უბანში თავხედობას. ბევრი რამ შეიცვალა, მართალია ბევრი კარგი მოხდა, მაგრამ ბევრი კარგიც დაიკარგა, – პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერი, დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი და რაც მთავარია პლეხანოველი ვაჟა კაკაბაძე.

კომენტარი