თბილისელების ნაწილს საბჭოთა კავშირის ფარული ნოსტალგია აქვთ – გოგა ჩანადირი

თბილისელების ნაწილს საბჭოთა კავშირის ფარული ნოსტალგია აქვთ – გოგა ჩანადირი

2260
გაზიარება

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ ქუჩებისა და ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც სახელი უკვე გადაერქვა, თუმცა ხშირად მაინც ძველი, საბჭოთა ეპოქაში და მანამდე შერჩეული სახელწოდებებით მოიხსენიებენ.
ესენია: 1. კოლმეურნეობის მოედანი – ორბელიანის მოედანი;
2. პლეხანოვი – აღმაშენებლის გამზირი (უბანი კი ჩუღურეთი);
3. პავლოვი – ყაზბეგის გამზირი;
4. ბელინსკი – ჭოველიძის ქუჩა;
5. გაგარინის მოედანი – ჟვანიას მოედანი;
6. ელბაქიძე – მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;
7. ენგელსი – ლადო ასათიანის ქუჩა;
8. საბჭოს მოედანი – ჩიქობავას მოედანი;
9. ვორონცოვი – საარბრიუკენის მოედანი;
10. ალექსანდეს ბაღი – 9 აპრილის ბაღი….
ფოტოხელოვანის აზრით, თბილესელები ყველაზე მეტად “პლეხანოვს” ვერ ელევიან და ამჟამინდელი დავით აღმაშენებლის გამზირს ძველი სახელწოდებით მოიხსენიებენ. ამასთანავე, გოგა ჩანადირი თანამოქალაქეებს ურჩევს “პროსპექტის” ნაცვლად სიტყვა “გამზირი” გამოიყენონ.
“გამზირი და არა პროსპექტი. ხალხი ყველაზე მეტად “პლეხანოვს” ვერ ელევა. არიან ადამიანები, რომლებიც “პლეხანოველობას” თბილისელობასთან აიგივებენ. ჩემი აზრით, ნაწილისთვის ეს მყარად ჩამოყალიბებული ჩვევაა, ნაწილს კი საბჭოთა კავშირის ფარული ნოსტალგია აქვს. სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას, რომ გამზირს უკვე 30 წელია აღმაშენებლის ჰქვია, უბანი კი ჩუღურეთია და ამას შეგნებულად უგულებელყოფენ? მოკლედ, ქუჩებს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებისა და მოვლენების სახელი აქვთ მინიჭებული, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. ვფიქრობ, ეს პატივისცემას იმსახურებს”, – მიაჩნია ფოტოხელოვანს.

კომენტარი