თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – მერიის განცხადება

თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – მერიის განცხადება

1283
გაზიარება

თბილისში მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებთ, დედაქალაქის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე, მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გ არემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის თანახმად, 9-10 მარტს შესაძლოა ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.
თბილისის მერია, ასევე, მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კომენტარი