სამგორის რაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

317
გაზიარება

თბილისის სამგორის რაიონში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე III მასივის VI კვარტალში, N12 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
როგორც “სითი კვირას” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტაცია კორპუსთან მისასვლელი გზის მონაკვეთს ჩაუტარდება, მოწესრიგდება ბორდიური.
საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, დავით კერესელიძემ საუბნო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კერესელიძე მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

კომენტარი