სამღერეთის ქუჩაზე გზის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

სამღერეთის ქუჩაზე გზის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

344
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი ლოტკინზე, სამღერეთის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც ამ ეტაპზე, ბეტონის ჩასხმის პროცესი მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სამღერეთის ქუჩის N91-ში 18 მ სიგრძის კედელი შენდება.
სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
28619580_1584115298372264_3750558152231011477_o 28619075_1584115415038919_7824337092032813666_o

კომენტარი