სასაფლაოებთან მოწყობილი ტრენაჟორების მოედანი ქილიკის საგნად იქცა

სასაფლაოებთან მოწყობილი ტრენაჟორების მოედანი ქილიკის საგნად იქცა

950
გაზიარება

თბილისის ვაკის რაიონში, უნივერსტიტეტის ქუჩის N3-ში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ  დამონტაჟებული ტრენაჟორების ფოტო, სოციალურ ქსელში ქილიკის საგნად იქცა. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები დევნილები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწყობას, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.
​როგორც “სითი კვირას” ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ განუცხადა, კორპუსში სულ მცირე 25 წელია ცხოვრობს დაახლოებით 130 დევნილი ოჯახი,12247 600-მდე ადამიანი და უამრავი ბავშვი, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ მსგავსი გასართობი და დასასვენებელი სივრცე. ბავშვები სასაფლაოებს შორის დარბოდნენ და დამალობანას ისე თამაშობდნენ.
გამგებლის თქმით, ​​იმის გამო, რომ კორპუსის გარშემო სულ სასაფლაოებია, ისინი მოსახლეობის თხოვნას უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ და ტრენაჟორების მოედანი მოაწყვეს. თუმცა ეს არის არის სასაფლაოს ცენტრი, როგორც ფოტოზე ჩანს, არამედ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
“რა თქმა უნდა, მანამდე განვიხილეთ სხვა ვარიანტები, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის კორპუსის ტერიტორიაზე სხვა ადგილი უბრალოდ ვერ გამოინახა. დღეს დილიდან ვხვდებით მოსახლეობას, რომლებიც მომხდარის გამო ძალიან შეურაცხყოფილები არიან. მოხუცებიც და ახალგაზრდებიც გვთხოვენ, არ ავიღოთ ტრენაჟორები და ჩვენც დავპირდით, რომ უახლოეს მომავალში დამატებით დავდგათ საბავშვო საქანელებსა და სხვადასხვა გასართობ ატრაქციონებს”, – აცხადებს ნოდარ ტურძელაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებდათ უგზოობის პრობლემა, რომელიც ვაკის გამგეობამ მოუგვარა და სამომავლოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში რამდენიმე პროექტის განხორციელებაც იგეგმება.
​ნოდარ ტურძელაძე ფეისბუქსაზოგადოებას მოუწოდებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავსი, სენსიტიური თემებისადმი და მოსახლეობის სასიკეთოდ გაკეთებულ საქმეს თუ არ აღნიშნავენ, შეურაცხყოფას მაინც ნუ მიაყენებენ მათ.
“კარგი საქმე გაკეთდა, მოსახლეობა კმაყოფილია და ამ დროს, სულ სხვანაირად ხდება ფაქტის ტირაჟირება, რომ, თურმე სასაფლაოებს შორის ჩავდგით ტრენაჟორები. ამ ადამიანებს აფხაზეთში სასახლეები ჰქონდათ…  კეთილი ინებონ და ისინი, ვინც უაზრო სტატუსების გამოქვეყნებით არიან დაკავებულნი, ადგილზე მივიდნენ და ნახონ ვითარება, თუ როგორი კეთილმოწყობილი გარემო შევუქმნა მოსახლეობას, სადაც მანამდე არაფერი მსგავსი არ არსებობდა”, – აცხადებს ვაკის რაიონის გამგებელი.
აღსანიშნავია, რომ ​სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც გადაღებულია სასაფლაოებს შორის ჩადგმული ტრენაჟორები. ფოტოზე არ ჩანს სასაფლაოების გვერდით მდგარი, მრავალსართულიანი  საცხოვრებელი სახლი.

კომენტარი