12 მარტს, საუკუნით ადრე – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სხდომა

12 მარტს, საუკუნით ადრე – პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სხდომა

511
გაზიარება

საქართველოს ეროვნული არქივი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1919 წლის 12 მარტს არის გადაღებული. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის დარბაზში, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12:10 საათზე გაიხსნა.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1919 წლის თებერვალში აირჩია. დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.
პირველი სხდომა დამფუძნებელი კრების უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. სხდომაზე კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, ხოლო თავმჯდომარის უფროს ამხანაგად – ალექსანდრე ლომთათიძე.
სწორედ ალექსანდრე ლომთათიძემ წარუდგინა პარლამენტარებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრები ფეხზე მდგომნი უსმენდნენ. მათ ერთხმად დაამტკიცეს აქტი და მასზე ხელი მოაწერეს.
29134048_2129506470400152_2321772231165739008_o 29136912_2129505270400272_192833307057061888_o 29103431_2129505593733573_588255247894315008_o 29101517_2129505327066933_2664318129542266880_o

კომენტარი