13 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

13 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

268
გაზიარება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

  • მეტრო „ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
  •  მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 15 საათამდე.

ვაკის რაიონი

  • ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 15 საათამდე;
  • შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს – 13 საათიდან 15 საათამდე;
  •  წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს – 16 საათიდან 18 საათამდე.

საბურთალოს რაიონი

  • პიკასოს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე;
  • ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს  III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 14 საათამდე;
  • სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 14 საათიდან 18 საათამდე.

ნაძალადევის რაიონი

  • სანზონის დასახლების, მეტრო  „ღრმაღელე”-ს მიმდებარე ტერიტორიის და ნუშის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.

დიდუბის რაიონი

  • ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

ჩუღურეთის რაიონი

  • წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 15 საათამდე.

კომპანია “თელასი”  მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი