ბეთანიისა და კვესეთის მოსახლეობას უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება

ბეთანიისა და კვესეთის მოსახლეობას უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება

208
გაზიარება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, თბილისის მთაწმინდის რაიონში, ბეთანიასა და კვესეთში 30 კილომეტრიან წყალმომარაგების ახალ სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.
პროექტში კომპანია 4.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
როგორც “სითი კვირას” კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბეთანიასა და კვესეთის მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის პროექტები თბილისის ზედა ზონებში, ივერთუბანში და კაკლების დასახლებაშიც მიმდინარეობს. 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.
“ამ მომენტისათვის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ჯგუფები 26 წერტილში დგანან და წყალმომარაგების სისტემას ანახლებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018-20 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარი