ბეჟანიშვილის მე-2 შესახვევში გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ბეჟანიშვილის მე-2 შესახვევში გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

129
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის მე-2 შესახვევში, N48-ში გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა.
როგორც “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, კედლის სიგრძე 28 მეტრი, სიმაღლე კი – 4 მეტრია.
დასრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 86 436 ლარი გამოიყო. აღნიშნულ შესახვევში შარშან, ასევე გამგეობის დაფინანსებით, ქუჩების დამაკავშირებელი საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.

კომენტარი