ვარკეთილის ზემო პლატოზე დასასვენებელი სკვერი მოეწყობა

ვარკეთილის ზემო პლატოზე დასასვენებელი სკვერი მოეწყობა

355
გაზიარება

სამგორის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ვარკეთილის ზემო პლატოს მე-12 კორპუსთან დასასვენებელი სკვერი ეწყობა.
როგორც “სითი კვირას” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს,  აღნიშნულ მისამართზე, სკვერის მოწყობის პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის გამაგრების სამუშაოებიც ტარდება.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე საუბნო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარი