თბილისის მოსახლეობას პარკირების სამართლიან სტრატეგიას შესთავაზებენ – ვახტანგ შაქარიშვილი  

თბილისის მოსახლეობას პარკირების სამართლიან სტრატეგიას შესთავაზებენ – ვახტანგ შაქარიშვილი  

226
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის  მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი, თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ სტრატეგია, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობას შესთავაზებენ, გაცილებით ეფექტიანი, სამართლიანი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილის განმარტავს, “სითი პარკთან” ხელშეკრულება, კომპანიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტების დარღვევის გამო შეწყდა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტს პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევს.
მისივე ინფორმაციით, 10 აპრილიდან, გარდამავალ პერიოდში, პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს, მანამდე კი პარკირების სისტემის ადმინისტრირების სტრატეგია შემუშავდება.
„სტრატეგია, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას შესთავაზებს, გაცილებით უფრო ეფექტიანი, სამართლიანი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება. მთავარია პარკირების სისტემის ადმინისტრირება მოხდეს ისე, რომ მოძრაობის სისტემის ყველა მონაწილის უფლებები და პოზიციები გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისი თქმით, კომპანია „სითი პარკი“ მხოლოდ კერძო ინტერესით მოქმედებდა და ნაცვლად იმისა რომ მოეწესრიგებინა საპარკინგე ინფრასტრუქტურა, მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებით მეტი შემოსავლის მიღებაზე იყო ორინეტირებული.

კომენტარი