პარკირებიდან შესული თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს – შალვა ოგბაიძე  

პარკირებიდან შესული თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს – შალვა ოგბაიძე  

582
გაზიარება

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე, დადებითად აფასებს დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას, კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პარკირებიდან შესული თანხები, ამიერიდან მიზნობრივად უნდა მოხმარდეს ქალაქში საპარკინგე სისტემის და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
​როგორც “სითი კვირას” შალვა ოგბაიძემ განუცხადა, კახა კალაძის გადაწყვეტილებაში მთავარია ის, რომ ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირება იყო.
მისივე თქმით, კომპანია „სითი პარკი“ არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ირღვევა მოქალაქეების საჯარო ინტერესები.
“სამწუხაროდ, “სითი პარკის” არაკორექტული მოქმედების გამო, კომპანიისა და ჩვენი საზოგადოების საჯარო ინტერესები ხშირ შემთხვევაში აცდენილია ერთმანეთს. აღარაფერს ვამბობ უკვე ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე, როდესაც მოქალაქეები სარჩელით მიმართავდნენ პირველი ინსტანციის დავების განმხილველ კომისიას, სადაც თითქმის 100 % -ით, გადაწყვეტილება ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ გამოჰქონდათ. გამოდის, რომ “სითი პარკი” ტყუილად აკისრებდნენ მოქალაქეებს ჯარიმას”, – მიაჩნია შალვა ოგბაიძეს.
მისივე თქმით, ასევე, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ავტომობილი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადაჰყავდათ საჯარიმო სადგომზე.
“სითი კვირას” კითხვაზე, თუ რა შეიცვლება მოქალაქეებისთვის “სითი პარკის” უფლებამოსილების შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” გადაცემით, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ პირველ რიგში გაუმჯობესდება სატრანსპორტო სისტემების სერვისი, შემუშავდება ახალი მარშრუტები, შეიქმნება ინფრასტრუქტურა და ამონაგები თანხა უკანასკნელ თეთრამდე მოხმარდება საპარკინგე მეურნეობის განვითარება. მათ შორის, თბილისში უკვე განსაზღვრულია 10 ადგილი, სადაც რამდენიმედონიანი  ავტოპარკინგის სშენება იგეგმება, ასევე, გამოცხადდა ინტერესთან გაცვლა, ფილარმონიასთან დაახლოებით 200 ადგილიანი პარკინგის მოწყობაზე.
“ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ტროტუარზე მოწყობილი პარკინგი ისე, რომ ავტომობილის ასაყვან – ჩამოსაყვანად ტროტუარი თითქმის გადაქცეულია გზის სავალ ნაწილად. უკვე გაჩნდა ტენდენცია, რომ ასეთ ადგილებში პარკირება გაუქმდება, ან ადაპტირდება სპეციალური შეჭრების გაკეთებით”, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარი