თბილისის 5 რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ

თბილისის 5 რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ

385
გაზიარება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14 მარტს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც “სითი კვირას” კომპანი “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ რაიონებს:
გლდანის რაიონი:
გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ნოზაძის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და სოფელი გლდანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 14 საათიდან 17 საათამდე.
სამგორის რაიონი:
მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს – 16 საათიდან 18 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი:
თემქის დასახლების I, II მიკრორაიონების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 15 საათამდე.
საბურთალოს რაიონი:
ზემო ვეძისის, ტაშკენტის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე;
ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის, ძოწენიძის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი:
რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს – 14 საათიდან 17 საათამდე.

კომპანია “თელასი” აბონენტებს, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.

კომენტარი