კომფორტული გადაადგილება გარკვეულ გადასახადს საჭიროებს – ანი მიროტაძე პარკირების პრობლემაზე 

კომფორტული გადაადგილება გარკვეულ გადასახადს საჭიროებს – ანი მიროტაძე პარკირების პრობლემაზე 

411
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე, დადებითად აფასებს თბილისის მერის გადაწყვეტილებას, კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ის აჟიოტაჟი რომელიც საზოგადოებაში მოყვა ამ გადაწყვეტილებას, სრულიად ლოგიკურია და მოწმობს იმას, თუ რამდენად დიდია მოქალაქეებში კომპანია “სითი პარკის” მიმართ უკმაყოფილება.
როგორც “სითი კვირას” ანი მიროტაძემ განუცხადა, მხოლოდ კომპანიის შეცვლა არ არის საკმარისი, აუცილებელია შეიცვალოს პოლიტიკა და აღარ გაგრძელდეს მოქალაქეებზე ზემოქმედება, რასაც კომპანია “სითი პარკი” აქამდე ახორციელებდა. 12191338_713347352132342_6755643207317093114_o
დეპუტატის აზრით, ამ გადაწყვეტილების შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს და მკაფიო განმარტება, როგორ მოგვარდება თბილისში პარკირების პრობლემა, როგორ გადაწყდება ჯარიმების საკითხი, როგორ განხორციელდება  ანგარიშწორება, როგორი იქნება სამომავლო პოლიტიკა და ა.შ.
​ანი მიროტაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება, თუ რას შესთავაზებს “სითი პარკის” სანაცვლოდ. ასევე, იმედოვნებს, მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, რომ ნებისმიერი კომფორტული გადაადგილება დაკავშირებულია გარკვეულ გადასახადებთან.
“აუცილებელია, დაჩქარდეს საგზაო პოლიტიკის უფრო მოქნილი სისტემის შემოღება. მაგალითად, რა ეშველება საცობებს? რა ეშველება ავტოსადგომების პრობლემას? ქალაქს, რასაკვირველია, სჭირდება დროებითი პარკირებისთვის გარკვეული ადგილების გამოყოფა. იმედს ვიტოვებ, ვინაიდან ეს პროცესი დაიწყო, დედაქალაქის ახალ მერს გარკვეული აქვს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რაც შეიძლება მოკლე დროში”,- აცხადებს პარლამენტარი.
​ანი მიროტაძე მოუწოდებს მერიას გაითვალისწინოს უახლესი წარსული და გაურკვეველი ჯარიმების პოლიტიკა აღარ გააგრძელოს, რითაც დაკავებული იყო “სითი პარკი”.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, მიზეზად კი კომპანიის მხრიდან მოქალაქეების უფლებების შელახვა, უპასუხისმგებლობის გამოვლენა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება სახელდება.
“თბილისში უნდა არსებობდეს თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთავს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ, 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
მარიამ ჩხაიძე

კომენტარი