მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტის ნაცვლად აპრილის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ 15 მარტის ნაცვლად აპრილის ბოლოს გაიხსნება

722
გაზიარება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგური „გურამიშვილი“, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მგზავრების მომსახურებას 15 მარტის ნაცვლად, აპრილის ბოლოს განაახლებს.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, თარიღის გადაწევის საჭიროება დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარი