ჩემი თბილისი მახინჯი ნაგებობების ქალაქად გადაიქცა – ანი მიროტაძე

ჩემი თბილისი მახინჯი ნაგებობების ქალაქად გადაიქცა – ანი მიროტაძე

435
გაზიარება

ჩემი თბილისი, რა თქმა უნდა, არის ცოცხალი, სიცოცხლით სავსე. ვიდრე ამას კახი კალაძე იტყოდა, ჩემი თბილისი ასეთი იყო და არის. ვისურვებდი ასეთი იყოს არამარტო თბილისი, არამედ ყველა ქალაქი ჩემს ქვეყანაში, რადგან სიცოცხლესთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული ზოგადად წინსვლა და განვითარება, რომელიც თან ახლავს XXI საუკუნეს. მაგრამ არ მინდა თბილისი იყოს ამორფული, ასეთი ქაოსური არა! გამორჩენაზე და პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული არა! ასეთი უშნო შენობებით დამახინჯებული არა! ასეთი გაურკვეველი ურბანული პოლიტიკით, რა თქმა უნდა, არა!
ჩემი ქალაქის ძველი უბნები არის ჩემი ისტორია, ჩვენი ქვეყნის ისტორია. შესაბამისად ბევრად უფრო ფრთხილად უნდა მოვიქცეთ თითოეული ადამიანი, რადგან თბილისი არის ჩვენი, ისევე როგორც მთელი საქართველო. უნდა გავუფრთხილდეთ მას და ვიზრუნოთ მისი იერსახის შენარჩუნებაზე. თუმცა, სამწუხარო რეალობა არის, რომ ეს ქალაქი, განსაკუთრებით ბოლო წლებში გადაიქცა მახინჯი ნაგებობების ქალაქად. გასაგებია, რომ განვითარებას ყოველთვის თან ახლავს ქალაქების გაფართოება და კაპიტალური მშენებლობების მატება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი კულტურული შენობების დამახინჯების ხარჯზე.

 ესაუბრა შორენა პაპაშვილი

კომენტარი