რატომ ინიშნებოდა დამატებითი მატარებლები მცხეთა-თბილისის მარშრუტზე ზუსტად 100 წლის წინათ 

რატომ ინიშნებოდა დამატებითი მატარებლები მცხეთა-თბილისის მარშრუტზე ზუსტად 100 წლის წინათ 

769
გაზიარება

თბილისი-მცხეთამცხეთა-თბილისი მატარებელი, ჯერ ისევ ახსოვს უფროს თაობას. ის ასი წლის წინათაც  აკავშირებდა ძველ და ახალ დედაქალაქებს. 1918 წლის მარტში კი, რამდენიმე დამატებითი შემადგენლობა დაინიშნა – საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის წლისთავს ზეიმობდა და მასთან ერთად სრულიად საქართველო.
12 (25) მარტი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ორ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, საზეიმო და მოსალოცი კი ნამდვილად არის. აი, რას წერდა ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო”:Ivanicki
„დღეს საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია დღესასწაულობს წლისთავს რუსეთის სინოდის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებისას.
რევოლუციის პირველ დღეებშივე ეკლესიამ მოახდინა უდიდესი აქტი, რომლის როგორც რელიგიური, ასევე  წმინდა ეროვნული მნიშვნელობა უტყუარია.
ქართველი ხალხის ისტორიაში ეკლესია არ იყო მხოლოდ სარწმუნოებრივ რიტუალის შემსრულებელი დაწესებულება მით უმეტეს, რომ რელიგიის გარეგან ფირმას, გამოსახულობას, ქართველი ხალხი ფეტიშად არ ისახავდა, როგორც, მაგალითად რუსობა.
ასი წლის ეკლესიის დამონავებით ქართველი ერი უკიდურესად შეწუხებული იყო, მაგრამ ამ ტანჯვა გმინვის საუკუნეში მისი დოგმატური რწმენა ერთხელაც არ შერყეულა.  როდესაც დაჰკრა განთავისუფლების ჟამმა მან მოახდინა დინჯი და დარბაისელი აქტი, აფექტაციას და „კლიკუშების“ ხტუნვას ადგილი არ ჰქონია.
აღორძინებული ეკლესია დღეს წლისთავს ეგებება. ძველის ძველი მცხეთა დღეს ჩამოჰკრავს საკათალიკოზო წირვის ზარს. მისი ხმა უნდა გაისმას კიდით-კიდემდე, იგი იქნება წინამორბედი აღდგენილ სამშობლო ზარის გუგუნისა“.

 რ.ინგილო
გაზეთი საქართველო“  1911წ. 11 მარტი
რ. ინგილო – ფსევდონიმი  პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, სასულიერო პირის რაფიელ ივანიცკი-ინგილოსი(1886-1966).
1921 წლის 3 სექტემბერს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებაზე მან  გააპროტესტა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საინგილო აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა.
1922 წელს  დააპატიმრეს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას შუამდგომლობით გაათავისუფლეს და იმავე წელს გაემგზავრა ემიგრაციაში, სადაც აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებთან და ესპანეთის რადიოსთან.

კომენტარი