სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება

სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება

319
გაზიარება

​თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა მნიშვნელოვანი და დროული პრევენციაა დაავადების გართულებების თავიდან ასაცილებლად და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მოცულობითი ნაწილი, სწორედ ახალი პროგრამების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას დაეთმობა.
საკრებულოს დეპუტატი დღეს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მუშაობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით ცენტრის დირექციას საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
გიორგი ბირბიჩაძის შეფასებით, სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება, ამასთან, არსებული სამედიცინო აპარატურის განახლების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამომავლო გეგმების შემადგენელი ნაწილია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომსახურების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, რაც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას განაპირობებს, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება იგეგმება.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამებს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

კომენტარი