მძღოლებს საკომუნიკაციო ჭების პრობლემა მალე აღარ შეაწუხებთ – კახა კალაძე

მძღოლებს საკომუნიკაციო ჭების პრობლემა მალე აღარ შეაწუხებთ – კახა კალაძე

327
გაზიარება

თბილისის მერ კახა კალაძის განხადებით, დედაქალაქში საკომუნიკაციო ჭების პრობლემა მალე მოგვარდება, რაც დაზიანებისგან დაიცავს ავტომობილებს და ტრანსპორტის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის.
სამუშაოები ჩატარდება როგორც საკანალიზაციო, ასევე, სანიაღვრე ჭებზე. პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში: რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებზე,  თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კახა კალაძე, თავის მოადგილე, ირაკლი ბედელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
“ძალიან ბევრი მღოლია უკმაყოფილო, რადგან საგზაო ინფრასტრქუტურის ეს ნაწილი  მოუწესრიგებელია. ჩვენთან ერთად მუშაობს კომპანიები GWP და “სილქნეტი”, შესაბამისად  მძღოლებს მალე ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება დედაქალაქის მერიამ ერთი კვირის წინ დაიწყო.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაციის პროცესი საკომუნიკაციო ჭების სახურავების ასფალტის საფარის ნიშნულთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორთან ერთად, რამდენიმე საკომუნიკაციო კომპანია აწარმოებს.
რეაბილიტაციის პროცესი, დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს.
3

კომენტარი