“გაიარეთ ძველ ტფილისში და იქ ნახავთ…” – მხატვარი დავით კაკაბაძე

“გაიარეთ ძველ ტფილისში და იქ ნახავთ…” – მხატვარი დავით კაკაბაძე

885
გაზიარება

“ძველ ტფილისს ჩვენი წარსულის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, კიდევ ნათლად ჩანს წარსული ცხოვრების სახე. ამბობენ, რომ ჩვენ საერო ხუროთმოძღვრების ნაშთები თითქმის არ შეგვრჩენიაო. მაგრამ გაიარეთ ძველ ტფილისში და იქ ნახავთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს აზრი.
როდესაც იმ ვიწრო, ყრუ და დაბნეულ ქუჩებში დაიარებით. სადაც კიდევ შერჩენილია ძველი ტფილისის სახლები, სიძველის სიდიადის გრძნობას განიცდით.
ზოგ ადგილას შეხვდებით საუცხოო მოხაზულობის შენობას. შენობის გარეგანი მხარის გარდა მათი შინაგანი მხარეც მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს.
აუცილებელი საჭირობაა, რომ ძველი ტფილისის ნაშთებს ახლავე სათანადო ყურადღება მიექცეს. საჭიროა ეს ნაშთები ახლავე შესწავლილი იქნეს, მით უმეტეს, რომ ზოგი შენობა სიძველისგან ძლივსღა სულს ღაფავს, და შორს არ არის ის დრო, როდესაც რომელიმე ვერაგული ხელი მას დაანგრევს, რომ მის ნანგრევებზე ააგოს ახლანდელი სარგებლიანი შენობა.
თუკი ჩვენ ძველი ტფილისის სიძველეების შენარჩუნებას ახლავე ხელი არ მოვკიდეთ, მერმე უკვე გვიან იქნება”, – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი დავით კაკაბაძე.
ჟურნალი „შვიდი მნათობი“, 1919 წელი, #1, აპრილი
ვრცლად blogspot.com

 

კომენტარი