თბილისის მერიაში გენგეგმის პროექტი ავტორების გარეშე განიხილეს 

თბილისის მერიაში გენგეგმის პროექტი ავტორების გარეშე განიხილეს 

400
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის განსახილველ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიამ პროფესიულ წრეებს უმასპინძლა, გენერალური გეგმის ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია. გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძისთვის გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას გენგეგმის ჯგუფის წარმომადგენლები და მიიჩნევს, რომ მათთვის არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება, ქალაქის ხელმძღვანელობას აუცილებლად უნდა მიეცა.
“ჩვენ, როგორც მოპასუხე მხარე, შეხვედრას არ ვესწრებოდით, ამიტომ ცოტა გაუგებარია, რას ემსახურებოდა ეს. მე რამდენადაც ვიცი, ამ ფაქტის გამო, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილიც უკმაყოფილო დარჩა და ასეთი პრინციპით გამართულ შეხვედრას, ცალკარა თამაშიც კი უწოდეს”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე და იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში გენგეგმის ჯგუფს საკუთარი პასუხების დაფიქსირების საშუალება მიეცემა.

 

კომენტარი