მიკროავტობუსი რამდენიმე თვის ლეკვს დაეჯახა – “იღბლიანი” მეტისი თავშესაფარში შეიკედლეს ​

მიკროავტობუსი რამდენიმე თვის ლეკვს დაეჯახა – “იღბლიანი” მეტისი თავშესაფარში შეიკედლეს ​

1369
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, მადლობას უხდის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, დაშავებული მეტისის ჯიშის ლეკვის დახმარებისთვის, რომელსაც, გუშინ მიკროავტობუსი დაეჯახა.
საკრებულოს დეპუტატი შინაური ცხოველების მოყვარულ მოქალაქეებს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში ის სახლში წაიყვანონ.
ლეკვი რამდენიმე თვისაა და მას ამჟამად, თავშესაფარში მკურნალობენ.
“გუშინ ფონიჭალაში მოსახლეობას შევხვდით, უკან დაბრუნებისას შევესწარით უსიამოვნო ფაქტს, მიკროავტობუსი რამდენიმე თვის ლეკვს დაეჯახა. ცუგა საკრებულოში წამოვიყვანეთ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფი გამოვიძახეთ, ლეკვი გადავეცით.
დღეს დილით ვეტერინართან ძაღლის მდგომარეობა ვიკითხეთ, როგორც გაირკვა უკანა ფეხის მოტეხილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო Animals Monitoring Agency -ს რომ ზრუნავს ცხოველებზე. სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ თავშესაფარში დაიდებს ბინას, დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენი ”იღბლიანი“ მიიკედლოს ნებისმიერმა პირმა, ვისაც ცხოველები უყვარს და სახლში აქვს მისი მოვლის პირობები”, – წერს თინათინ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში და ლეკვის ფოტოს აქვეყნებს.
28953913_1663383627088881_5177515672725166670_o 26232310_1663383703755540_3275429711384537349_o

კომენტარი