საწარმო “სხივს” თბილისის მერია ყოველწლიურად 11 000 ლარით აფინანსებს 

საწარმო “სხივს” თბილისის მერია ყოველწლიურად 11 000 ლარით აფინანსებს 

442
გაზიარება

​თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია, საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა და მათ მიერ დამზადებული ხის ნაკეთობები დაათვალიერა.
“სხივში” ძირითადად, ხის, ეკოლოგიურად სუფთა განმავითარებელ სათამაშოებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთს, ასევე, სუვენირებს ამზადებენ.
“მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი საწარმო გვქონდეს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, რათა პირველ რიგში, ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო მეორე მხრივ, ყველამ გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ხის არაჩვეულებრივი ნივთები“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
მისივე ინფორმაციით, საწარმოში ოცამდე ბენეფიციარია დასაქმებული. საწარმოს თბილისის მერია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად 11 000 ლარით აფინანსებს.
​პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირთა გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობას.

კომენტარი