სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე სპორტული და რეკრეაციული ზონები ეწყობა

სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე სპორტული და რეკრეაციული ზონები ეწყობა

399
გაზიარება

სამგორის რაიონში სპორტული და რეკრეაციული ზონები რამდენიმე მისამართზე ეწყობა. კერძოდ, კაიროს დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ხოლო აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის ქუჩაზე, N2-ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასასვენებლი სკვერი ეწყობა.
როგორც “სითი კვირას” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამომავლოდ აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედნის მშენებლობაც იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს კომპანიები: „პე ბე“ და „ტაო“ ასრულებენ.

კომენტარი