სპექტაკლი “ხანუმა” უკრაინის თეატრალური ფესტივალის საუკეთესო ნომინანტთა სამეულშია

სპექტაკლი “ხანუმა” უკრაინის თეატრალური ფესტივალის საუკეთესო ნომინანტთა სამეულშია

403
გაზიარება

​თბილისის, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია, მის მიერ კიევის ნაციონალურ ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”(კომპოზიტორი გია ყანჩელი, ქორეოგრაფი გია მარღანია) წლის საუკეთესო სპექტაკლის  ნომინაციაზეა წარდგენილი.
წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად, ასევე სპექტაკლით “ხანუმა” ახმეტელის თეატრის მხატვარი – მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს.
როგორც “სითი კვირას” ახმეტელის თეატრში განუცხადეს, უკრაინელი მსახიობი ანა დოვბნია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ასევე, ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან “ხანუმა” არის წარდგენილი.
“უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში – “უკრაინულ პეკტორალშიმონაწილეთა სიაა, უკვე გამოვლენილია. წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე, სამ საუკეთესო ნომინანტს შორის ქართველი რეჟისორისა და მხატვრის წარდგენა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა!”- აცხადებენ ახმეტელის თეატრში.
6

კომენტარი