“აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს გაუბედურებულია” – თბილისის მერი

“აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს გაუბედურებულია” – თბილისის მერი

387
გაზიარება

თბილისში, გლდანის რაიონში, კერძოდ, მე-6 მიკრორაიონში, 13000 კვ.მ. ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი უკვე მზად არის. მას შემდეგ, რაც რიგი ცვლილებების შედეგად პროექტის დიზაინი უფრო დაიხვეწება, გამოცხადდება ტენდერი და სამუშაოები დაიწყება.
აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ ადგილას პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება.
“ახლა გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში ვიმყოფებით. აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ ერთ-ერთ საუკეთესო პარკს გავაშენებდით. დაპირებისამებრ, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე  გლდანის რაიონის გამგებელი, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

კომენტარი