თბილისს ვეყვარებით სანამ გვეყვარება, გაგვათბობს სანამ ვიგრძნობთ – პოეტი ხათუნა შავგულიძე

თბილისს ვეყვარებით სანამ გვეყვარება, გაგვათბობს სანამ ვიგრძნობთ – პოეტი ხათუნა შავგულიძე

1206
გაზიარება

რა საოცრად ლამაზია…თუ ჩვენ გვეჩვენება ასე სულისწამღებად ლამაზი… ასე უჩვეულოდ არაჩვეულებრივი?.. საკმარისია ერთი შეხედვა და მისი უდიდებულესობის აბსოლუტური მორჩილი ხდები… ნებით მორჩილი… საიდან მოდის ეს სითბო, ასე რომ ავსებს სულსა და გულს და თვალებიდან ცრემლებად ჰპოვებს გზას, რომ ისევ მის წიაღში ჩაიღვაროს ჩვენი სულით გამთბარი ცრემლები… გვაძლევს სითბოს, ჩვენს არსებაში გაატარებს და ცრემლებად გადმოდინებულს ისევ თავის წიაღში იტოვებს… იქნებ, ამიტომაც არის მუდამ საოცრად თბილი და სიყვარულიანი?.. ეს სიყვარული ხომ წრეზე ტრიალებს-მისგან ჩვენს გულებში, ჩვენი გულებიდან ცრემლებში და ცრემლებიდან ისევ მის წიაღში… და ასე იყო… და ასე არის და ასე იქნება ვიდრე ვარსებობთ… ვეყვარებით, სანამ გვეყვარება, გაგვათბობს, სანამ ვიგრძნობთ, იდედოფლებს, სანამ მისი სილამაზის მორჩილნი ვართ, ნებით მორჩილნი…
მაინც, რა საოცრად ლამაზია, ეს დალოცვილი ჩვენი თბილისი…

კომენტარი