მთაწმინდის ფერდობის გატყევების სამუშაოები დაიწყო

მთაწმინდის ფერდობის გატყევების სამუშაოები დაიწყო

440
გაზიარება

თბილისის მთაწმინდის ფერდობზე, სადაც შარშან ზაფხულში ხანძრის შედეგად თითქმის 500 ძირი ხე-მცენარე განადგურდა, გამწვანების სამუშაოები დაიწყო. გამწვანების სამშაოები  გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და დაირგვება ხე-მცენარეების შერეული სახეობები, როგორც საქართველოს პირობებისთვის ადაპტირებული, ასევე, თვითგანახლებადი ჯიშები: კავკასიური აკაკი, აღმოსავლური ტუია, ჩვეულებრივი იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, საღსაღაჯი, ჰიმალაის კედარი, კვიპაროსი და ელდარის ფიჭვი.
სარეაბილიტაციო პროექტი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა, სამშენებლო კომპანია “m² უძრავი ქონებას” დაკვეთით მოამზადეს და მიზნად ისახავს 26 000 კვ.მ-ის ფართობზე ტერიტორიის დაკვალვას, ტერასებისა და სარწყავი სისტემის მოწყობას, სარგავი ორმოების განახლებას, 3000 ხე-მცენარის დარგვას, ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამწვანების აქციაში მოხალისეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმა გაამწვანე.გე” შეიქმნა, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
“გარემოზე ზრუნვა არის “m²”-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ამიტომ ჩვენმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა- გატყევება. ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ მომზადებული პირველადი დოკუმენტის საფუძველზე, 24 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტმა საბოლოო სახე სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ მიიღო”, – აცხადებს m² -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით გორგილაძე.
მისივე ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობის მორწყვა წვეთოვანი სარწყავი სისტემით განხორციელდება. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე კომპანია 3 წლის განმავლობაში იზრუნებს. პროექტზე დაიხარჯება 200 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი შარშან, 8 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა, შედეგად, მწვანე საფარი 2 ჰექტარი ტერიტორიაზე დაიწვა. ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ 9 აგვისტოს დაიწყო. კონსულტაციები გამართა თბილისის მერიასთან, გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან.
20746109_1832208123462446_397938920505670704_o-640x427

კომენტარი