ჩვენთვის მნიშვნელოვანია თბილისი სწორად განვითარდეს – კახა კალაძე გენგეგმაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თბილისი სწორად განვითარდეს – კახა კალაძე გენგეგმაზე

740
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ გატარებული ყველა რეფორმა,  მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და ის სწორი მიმართულებით განვითარდეს.
როგორც კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის მიღებაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მთავრობა იღებს და მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია.
„როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კომპანია „სითი ინსტიტუტს“, მოთხოვნის შესაბამისად მისცეს 45-დღიანი ვადა, თუმცა გენგეგმის ჯგუფის მიდგომები მერიისთვის კვლავ კატეგორიულად მიუღებელია.

კომენტარი