გენგეგმის დოკუმენტის სრულყოფაში თბილისის მერიას მაქსიმალურად დავეხმარებით – მამუკა სალუქვაძე

გენგეგმის დოკუმენტის სრულყოფაში თბილისის მერიას მაქსიმალურად დავეხმარებით – მამუკა სალუქვაძე

491
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, პირველ ივნისამდე, დოკუმენტის სრულყოფის ფარგლებში, გენგეგმის ჯგუფი მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და საბოლოოდ წარადგენს დოკუმენტს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას გენგეგმის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
როგორც მამუკა სალუქვაძემ “სითი კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ქალაქის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, დეკომუნტში აისახოს ის მექანიზმები და მეთოდოლოგია, რომლითაც მერიამ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით უნდა იხელმძღვანელოს.
სალუქვაძის განმარტებით, გენგეგმის ჯგუფი მერიას დოკუმენტის სრულყოფისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს შესთავაზებს, რის შემდეგაც მხარეები გენგეგმის საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებიან.
“დედაქალაქის მთავრობის წევრებსა და კომპანია “სითი ინსტიტუტს” შორის გამართულმა შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც მერიის წინაშე დგას და კიდევ უფრო მწვავედ დადგება მაშინ, როცა გენგეგმა დამტკიცდება. აქ არ არის საუბარი შენიშვნებზე და შეცდომებზე. საქმე ეხება დოკუმენტის სრულყოფას, რაშიც ჩვენ მერიას მაქსიმალურად დავეხმარებით”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარი