კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 71 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა

კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 71 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა

532
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ​კიევის ქუჩის N3 -ში ხანძრის შედეგად დაღუპული და დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჰოსტელის ტიპის ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი დღეს, დილის 09:22 საათზე გაჩნდა.
როგორც “სითი კვირას” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაიღუპა იორდანიის მოქალაქე, 71 წლის დ.ა. მსუბუქად არიან დაშავებულები: იორდანიის მოქალაქე, 32 წლის ა.ა; ეგვიპტის მოქალაქე, 24 წლის ა.ა და ირანის მოქალაქე, 22 წლის მ.შ. ​ერთი მოქალაქე არის ჰოსპიტალიზებული
​მათივე ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლის მეორე სართული და სახურავი, 200 მ.კვ ფართობი.
ხანძრის ლიკვიდაციაზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციის ხანძრის მიზეზი დაუდევრობაა. მიმდინარეობს გამოძიება.
​შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე.

კომენტარი