თბილისის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

288
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას და  მის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი ღვაწლი ყოველთვის იქნება დაფასებული. 9 აპრილი ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარი