თბილისის “მეტრომანის” დიზაინის კონკურსი ცხადდება

თბილისის “მეტრომანის” დიზაინის კონკურსი ცხადდება

892
გაზიარება

დედაქალაქის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 26 მაისი ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და ეს თარიღი წელს ერთდღიანი ღონისძიებით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ 2018 წლის 26 მაისს საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის – ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გაგზავნა24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. დიზაინის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უნდა ასახავდეს. ესკიზებს კომისია შეაფასებს და 25 აპრილს10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.
გამარჯვებული ავტორის ვინაობა 5 მაისს, მეტროსადგურ „რუსთაველში“ გამართულ ღონისძიებაზე გამოცხადდება, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა. შერჩეული ესკიზის ავტორი სიმბოლურ ჯილდოს მიიღებს, ხოლო მისი მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ იმავე დღეს ჩაეშვება გაყიდვაში.

კომენტარი