თბილისის მერიის “მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია” შეესაბამება გაეროს სტანდარტებს – მაია ბითაძე 

თბილისის მერიის “მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია” შეესაბამება გაეროს სტანდარტებს – მაია ბითაძე 

337
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებული, “მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია” შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანთან, რომელიც გაეროს მიერ დამტკიცდა 2015 წელს. აღნიშნულ სტრატეგიას თბილისის მერია ეტაპობრივად განახორციელებს და დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სწორი ურბანული განვითარება, სერვისების გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ინოვაციების დანერგვა.
მაია ბითაძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მუნიციპალიტეტის როლზე და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მაია ბითაძის თქმით, მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია დედაქალაქის პოლიტიკის ყველა დოკუმენტი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების საჯარო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

კომენტარი