თბილისის ძირძველი მოსახლე დღეს დაუცველია – არქიტექტორი კახა ქორიძე  

თბილისის ძირძველი მოსახლე დღეს დაუცველია – არქიტექტორი კახა ქორიძე  

1533
გაზიარება

თბილისი ჩემთვის ყველაფერია… არ მომწონს ის, რომ საბჭოთა ხელისუფლება უფრო მეტად აქცევდა ყურადღებას თავის მოსახლეობას, თუნდაც იმ სამშენებლო ნორმატივებით, საცხოვრებელი შენობების ინსოლაციის, განათების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე დღეს ვხედავთ ამას. დამოუკიდებელმა საქართველომ ყველა ეს ნორმა და სტანდარტი გააუქმა და აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
​თბილისის ძირძველ მცხოვრებს, რომელიც კერძო მოსახლეა დღეს, მის გვერდზე რაღაც რომ შენდება კომპენსაციას კი არ უხდიან, არამედ მერიას და ის ყიდის კოეფიციენტებს. ხოლო კანონები, რომლითაც მოსახლეობის უფლებები უნდა ყოფილიყო დაცული, გააუქმეს. მერიამ წაიღო თავის კაბინეტებში შავი და თეთრი.
ჩემთვის მიუღებელია კოეფიციენტებით ვაჭრობა, თუ ფულს გადაიხდი მაღალი შენობის დადგმის უფლება გაქვს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

კომენტარი