ყიფიანის ქუჩის N33-ის მიმდებარედ 24-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება

ყიფიანის ქუჩის N33-ის მიმდებარედ 24-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება

179
გაზიარება

თბილისში, კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩის N33-ის მიმდებარედ, გამგეობის დაფინანსებით, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 მეტრი სიგრძის ბეტონის კედელი შენდება, რაც გრუნტის ჩამოშლისგან, სავალ გზასთან ერთად, ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებსაც დაიცავს. კედლის გასწვრივ მოეწყობა ლითონის დამცავი ღობე და არსებული ტროტუარი მოწესრიგდება.
კედლის მშენებლობა მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 39 ათას 230 ლარია.
ინფრასრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

კომენტარი