14 აპრილს დედაენის ბაღში მოქალაქეებს საინტერესო ღონისძიებები ელოდება

14 აპრილს დედაენის ბაღში მოქალაქეებს საინტერესო ღონისძიებები ელოდება

438
გაზიარება

დედაენის  დღის აღსანიშნავი ღონისძიებები, თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში ხვალ გაიმართება.  12 -დან საღამოს 9 საათამდე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება  წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები საკუთარი წიგნებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ.
ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან  „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და  ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე,  „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.
დედაენის ძეგლთან გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსიც.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ 14 აპრილს მოსახლეობას, ენის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ელოდება.
“ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები,  მოხატოს  1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 7 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი  „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.

30120718_628530490828379_1519278242_n

კომენტარი