თბილისის 8 რაიონში 16 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისის 8 რაიონში 16 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

169
გაზიარება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 16 აპრილს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც “სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება თბილისის 8 რაიონს, კერძოდ:
დიდუბის რაიონი
დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბოხუას ქუჩის   მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
სამგორის რაიონი
მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძის და ნუცუბიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
ასათიანის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 15 საათამდე.
კრწანისის რაიონი
ხეივნის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ვაკის რაიონი
ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
გლდანის რაიონი
გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ისნის რაიონი
ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის,  განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის და ოძისის ქუჩების მაცხოვრებლებს  – 10 საათიდან 18 საათამდე.
კომპანია “თელასი”, შექმნილი დისკომფორტის გამო, აბონენტებს ბოდიშს უხდის.


კომენტარი