სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა

სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა

285
გაზიარება

თბილისში, კერძოდ, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა.
როგორც “სითი კვირას” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ახალი შუქნიშანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება, რაც ქვეითთა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. აქამდე გზაჯვარედინზე მხოლოდ ქვეითთა შუქნიშანი ფუნქციონირებდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქალაქში  სულ 11 ახალი შუქნიშნის ამოქმედება და 7-ის რეკონსტრუქცია იგეგმება.
შუქნიშნის სამონტაჟო სამუშაოებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე გაეცნენ.

კომენტარი