ჩუღურეთის რაიონში თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟეს

ჩუღურეთის რაიონში თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟეს

512
გაზიარება

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთხ მისამართზე, კერძოდ: ჩაისუბნისა და ბუხაიძის ქუჩების კვეთაზე, ლამის მოედანზე, წმ. ნიკოლოზისა და ნ. ჩხეიძის ქუჩების კვეთაზე და ტ. გრანელის ქუჩაზე გამგეობამ  სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა.
როგორც “სითი კვირას” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ტრენაჟორები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და უსაფრთხოების ზომები დაცულია.
მათივე ცნობით, ტრენაჟორების მოწყობაზე 72 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები, ოთხივე მისამართზე, შპს “ჯეო პარკმა” შეასრულა.

 

კომენტარი