რამიშვილის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

რამიშვილის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

312
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის რაიონში მდებარე რამიშვილის ქუჩა  ავტოტრანსპორტისთვის შესაძლოა ცალხმრივი მიმართულების გახდეს. ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს.
მისივე თქმით, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ბორდიურები და მიწისქვეშა ქსელის, ასევე, მოეწყობა საკომუნიკაციო ჭები.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადგილზე პარალელურად იმუშავებს “ჯი-ვი-პი” და “თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. გარდა ამისა, შეიცვლება განათებები, ბოძები და  ბორდიურები, ასევე, გაფართოვდება ტროტუარები, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის თავისუფლად გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო.
რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.

კომენტარი