თბილისის ჩუღურეთის რაიონში, მაზნიაშვილის ქუჩის N33-ში მდებარე სკვერში, ერთი წლის წინათ დაზიანებული სოჭის ხე გადარჩა. დაახლოებით, ორი მეტრი სიმაღლის ნერგი, რომელიც რაიონის გამგეობამ ორი წლის წინ დარგო, შუაზე იყო გადატეხილი.
ხე-მცენარის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აქვეყნებს სტატუსით: “ამ ხემ სიცოცხლე განაგრძო. წინასაახალწლოდ ვიღაც მავნებელმა თავი მოაჭრა. გადაჭრილზე ცვილის წასმამ უშველა”.
როგორც “სითი კვირას” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაზიანებული ხე გამგეობის თანამშრომლებმა მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ მაზნიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი 2 წლის წინ გაიხსნა, სადაც სოჭის ორი ნერგი დაირგო და ყვავილების თარგები მოეწყო.
მთავარი აქტუალური “ამ ხემ სიცოცხლე განაგრძო” – მაზნიაშვილის ქუჩაზე ერთი წლის წინათ დაზიანებული სოჭი...