თბილისში პირველი ელექტოავტობუსი გამოჩნდება

თბილისში პირველი ელექტოავტობუსი გამოჩნდება

13392
გაზიარება

ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტის ფარგლებში, თბილისის მაცხოვრებლებს, 2-3 დღეში შეეძლებათ N61 მარშრუტზე, სამი კვირის განმავლობაში თავად გატესტონ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე ელექტროავტობუსი (E-Bus).
​როგორც “სითი კვირას” კომპანია „ფრეგობასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მურმან პატარაიმ განუცხადა, 12 მეტრის სიგრძის, 100 %-ით ელექტროავტობუსი საცდელი პროექტის ფარგლებში ჩამოჰყავთ. ერთჯერადად დამუხტვის  შემთხვევაში ავტობუსი 250 კმ -ს გადის.
​მისივე ინფორმაციით, კომპანია ასევე უზრუნველყოფს ელექტროავტობუსების  დასამუხტი  მოწყობილობების ჩამოტანას, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკში დამონტაჟდება.
“მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში, რომელიც 100%-ით ელექტრო, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთაა – 0 %-იანი გამონაბოლქვით. ასევე, ტექნიკურად არის ულტრათანამედროვე, აღჭურვილია ყველა უპირატესობით რაც უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტიპის ავტობუსს”, – აცხადებს პატარაია.
პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიას ZTE -თან და გერმანულ Eurobus-თან ერთად ახორციელებს, ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოებს.
თუ რამდენი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება პირველ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისის მერიასთან და ავტობუსების რაოდენობას თავად განსაზღვრავენ.
მარიამ გელაშვილი

კომენტარი