ამდენ მანქანასა და შენობას შორის ადამიანი არის ზედმეტი – არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე

ამდენ მანქანასა და შენობას შორის ადამიანი არის ზედმეტი – არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე

4092
გაზიარება

რაც არ მოგეწონება თბილისში,  არის ის, რომ ქალაქში ამდენ მანქანასა და შენობას შორის ადამიანი არის ზედმეტი.
თბილისს სჭირდება უფრო მეტი ლანდშაფტური და რეკრეაციული თავისუფალი სივრცეები, მეტი საჯარო ფეხმავალთა არეალები.
თბილისის განაშენიანების წესებით დადგენილი ინტენსივობის პარამეტრები ევროპულზე მაღალია და მისი კიდევ გადაჭარბება იწვევს ასეთ მძიმე შედეგებს.
შესაძლებელია, საჭირო გახდეს ინტენსივობის მაჩვენებლების გადახედვა. არ არის გამორიცხული, გამკაცრდეს შეზღუდვა განაშენიანებული ტერიტორიების შიგნით თავისუფალ სივრცეებზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. ეს დაიცავს გამწვანებულ თავისუფალ არეალებს მშენებლობებისაგან.
თბილისის ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ლანდშაფტი. ამიტომ აუცილებელია ლანდშაფტზე და გამწვანებულ არეალებზე სამშენებლო „ზეწოლის“ შეჩერება. მთები ლანდშაფტური სახით და  მდინარეების ხეობები უნდა დავიცვათ განაშენიანებისგან. ქალაქის საჯარო სიბრტყეებიდან მთები თავისი ფერდობებით თუ არ მოჩანს ბუნებრივი სახით, იქ უკვე მძიმე მდგომარეობაა.
მდინარე მტკვარი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს. მისი მიმდებარე ნაპირები უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის და ეს ცვლილებები თანამიმდევრობით უნდა განხორციელდეს. მტკვარი ბინძურდება ქალაქისგან და იმავე დროს ცოტა ზემოთ, მცხეთის არეალში, 17 ფეკალური ჩაღვრის წერტილია დაფიქსირებული. მდინარეების გახსნის კონცეფცია გამოავლენს კანალიზაციის ფარული შეჭრის მონაკვეთებს. მდინარის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება აუცილებელია.
ვრცლად: როგორია მერაბ ბოლქვაძის თბილისი.

კომენტარი